საუდის არაბეთი

პირველად ისტორიაში საუდის არაბეთმა რობოტ ქალს მოქალაქეობა მიანიჭა

პირველად ისტორიაში, რობოტ ქალს საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. რობოტს სოფია ჰქვია და შეუძლია კომუნიკაცია, როგორც მეტყველებით, ასევე ჟესტიკულაციით. გასულ კვირას, ერ-რიადში გამართულ ეკონომოკის სამიტზე სოფიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც კი მიმართა და საუდის არაბეთს მადლობა გადაუხადა.

„ისტორიული მოვლენაა, რადგან მე ვარ პირველი რობოტი მსოფლიოში, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს.“-განაცხადა მან.

მიუხედავად სოფიას მადლიერებისა, საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელში მომხმარებლები სოფიას ჰიჯაბის ტარებასაც კი თხოვენ, თუმცა ქალი რობოტი ჯერჯერობით იმაზე ბევრად მეტი თავისუფლებით სარგებლობს, ვიდრე მილიონობით ქალი საუდის არაბეთში.

კომენტარები