Twitter

Twitter-ი Russia Today-ს და Sputnik-ს რეკლამების განთავსებას აუკრძალავს

newburghgazette

Twitter Inc რუსულ მედია საშუალებებს, Russia Today (RT) და Sputnik-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და მათ საკუთარ ქსელში რეკლამების ყიდვას აუკრძალავს.

ბრალდების საფუძვლად Twitter-ის განცხადებაში მოყვანილია აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ანგარიში და თავად კომპანიის მიერ ჩატარებული გამოძიება.

Twitter-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი RT-ს გლობალური სარეკლამო კამპანიიდან მიღებულ დაახლოებით 1,9 მილიონ აშშ დოლარს Twitter-ის სამოქალაქო ჩართულობაში და არჩევნებში გამოყენების კვლევას მოახმარენ.

კომპანიის თქმით RT-ს და Sputnik-ს კვლავ ექნებათ ჩვეულებრივი ანგარიშები Twitter-ზე, თუმცა რეკლამების განთავსებას ვეღარ შეძლებენ.

RT-მ და Sputnik-მა ეს გადაწყვეტილება დაგმეს, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს აშშ-ის მხრიდან ზეწოლას წარმოადგენს და რუსეთი შესაბამის საპასუხო ქმედებებს განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ის გარდა საკუთარ პლატფორმებზე რუსი აგენტების მიერ პოლიტიკურ გარემოზე გავლენის მოსახდენად რეკლამების გამოყენების ფაქტები Facebook-მა და Google-მაც გამოავლინეს.

რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები