ტენდერები

სერიალის გადაღებაზე საზმაუს 500 000-ლარიან ტენდერში ხაინდრავას კომპანიამ გაიმარჯვა

2030

"ლე ხაინდრაო პროდაქშენმა", რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა, გაიმარჯვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის პირობების მიხედვით, ხაინდარავას კომპანიამ 12-ეპიზოდიანი სერიალი უნდა გადაიღოს, რისთვისაც ის ბიუჯეტიდან 484 ათას ლარს მიიღებს.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა. კომპანია "სილქ ფაქტორი სტუდიო", რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბერა ივანიშვილია, საზოგადოებრივ მაუწყებელს 346 ათას ლარად განათების და სხვა ტიპის ტექნიკურ აღჭურვილობას მიაწვდის.

"ლე ხაინდრაო პროდაქშენს" ეკუთვის პროპაგანდისტული სერიალი ჰეროკრატია, რომელიც GDS--ისა და იმედის ეთერში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავიდა. 

კომენტარები