უბედური შემთხვევა

ტყიბულში უბედურ შემთხვევას ერთი მეშახტე ემსხვერპლა

timer.ge

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედურ შემთხვევას 50 წლის მეშახტე ემსხვერპლა. მაღაროში ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები უბედური შემთხვევის ადგილს სწავლობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა აღძრული, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით კომპანია "საქნახშირი" მწუხარებას გამოთქვამს:

”ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს (გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას ), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. 

მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს", - წერია საქნახშირის განცხადებაში.

კომენტარები