ჯეფ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსი დღეს $10 მილიარდით გამდიდრდა, რითიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: bloomberg.com

ჯეფ ბეზოსმა ბილ გეითსს პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტული მეორედ წაართვა. Amazon-ის დამფუძნებელი დღეს მთელი $10 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, რის შედეგადაც მისმა ქონებამ $90 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Amazon-მა დღეს გამოაქვეყნა კვარტაული მოგების მაჩვენებელი, რომელიც თავდაპირველად ნავარაუდევთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი იყო, რის გამოც საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 13%-ით გაიზარდა.

ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის, ამ გაძვირების შედეგად კი ის $10 მილიარდით გამდიდრდა. პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსია მისი ქონება $88 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ჯეფ ბეზოსი ხანმოკლე ვადით, მხოლოდ 24 საათით მსოფლიოს უმდიდრესი მოქალაქე 27 ივლისსაც გახდა. მაშინაც ბეზოსის გამდიდრება  Amazon-ის აქციების გაძვირებით იყო გამოწვეული, თუმცა მალევე აქციების ღირებულების შემცირების გამო ბეზოსმა აღნიშნული ტიტული ბილ გეითსის სასარგებლოდ დაკარგა.

53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები