ტერორიზმი

სომალის დედაქალაქში ტერორისტულ აქტს სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა

http://news.sky.com

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თავდასხმის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა. ტერორისტებმა ჯერ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დანაღმული მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სასტუმროში მთავრობის წევრები იკრიბებოდნენ, სადაც უსაფრთხოების კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო. გარდაცვლილებს შორის არიან პოლიციელებიც, დაშავებულია დაახლოებით 30 ადამიანი

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლარუმა დაჯგუფებამ "ალ-შაბაბმა" აიღო. იმავე დაჯგუფებამ მოგადიშოში რამდენიმე კვირის წინაც მოაწყო თავდასხმები, რასაც 350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები