30 ოქტომბერს, გლდანის და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

დღეს, 30 ოქტომბერს, საბურთალოს და გლდანის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღიდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა 30-წუთიანი მონაცვლეობით შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირი კურსანტების და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, იოსებიძის, კალანდაძის, შარტავას, ჭაბუკიანის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები