სტიქია

ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში შტორმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა

Daniel Bockwoldt/AFP/Getty Images

გერმანიაში, პოლონეთში და ჩეხეთში ძლიერი ქარის და შტორმის გამო სულ მცირე 6 ადამიანია გარდაცვლილი. ქარის სიჩქარე 100 კმ/საათს აღწევდა.

პოლონეთსა და ჩეხეთში 4 ადამიანის გარდაცვალება წაქცეულმა ხეებმა გამოიწვია. გერმანიაში ორი ადამიანი შტორმის მიერ გამოწვეულმა წყალმოვარდნამ შეიწირა. შტორმმა ელექტროგადამცემი ხაზები და სარკინიგზო მაგისტრალები დააზიანა.

შტორმმა სატვირთო გემიც გამორიყა. ამჟამად ცდილობენ დაადგინონ გაჟონა თუ არა ზღვაში ნავთობმა.

კომენტარები