საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი ქალებს სტადიონებზე დაუშვებს

AFP

საუდის არაბეთი მომავალი წლიდან ქალებს სტადიონებზე შესვლის უფლებას მისცემს.

ოჯახები სტადიონებზე შესვლას სამ ქალაქში: რიადში, ჯედაში და დამამში შეძლებენ. ამისათვის ამ სტადიონებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდებათ, რადგან ამჟამად ისინი მხოლოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. საუდის არაბეთის სპორტის სამინისტროს ცნობით რეკონსტრუქციის ფარგლებში სტადიონებს ახალი კაფეები და მონიტორები დაემატება.

ეს გადაწყვეტილება ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მან ეკონომიკის განვითარებისათვის საუდის არაბეთის საზოგადოების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუდის არაბეთმა ქალებს მანქანის მართვის აკრძალვა უკვე მოუხსნა.

კომენტარები