ბიორკი

ბიორკი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციას დაესწრო

ნიკოლოზ რაჭველი

ბიორკი უკვე თბილისშია.ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ევგენი მიქალაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციას გუშინ პირველად დაესწრო.

ბიორკისა და მომავალი კონცერტების შესახებ წერს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.

"როდესაც ბიორკი და მისი შემოქმდება თავდავიწყებით შემიყვარდა 18 წლის ვიყავი, ვენაში სწავლისას სიმწრით მოგროვებულ შილინგებს მისი ალბომბის, საკონცერტო ლაივების და მასზე გამოცემული წიგნების შეძენაში ვხარჯვდი, მერე კი ხშირად საჭმლის და მგზავრობის საშუალება არ მქონდა, თუმცა ვიყავი ბედნიერი და მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 20 წელი და შევხვდებოდი, თან არა როგორც მხოლოდ თაყვანისმცემელი, არამედ მასპინძელი, იმ ორკესტრის ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც სასწაულებს მოახდენს 31 ოქტომბერს ფილარმონიაში და 3 ნოემბერს ოპერაში. ცოტა რამ ამ პროგრამის შესახებ: ბიორკი მუსიკაში ახალი ჟანრის ფუძემდებლად მოგვევლინა, ალტერნატივა ეწოდა ამ მიმდინარეობას, თუმცა იმდენად აიტაცა სამყარომ, რომ მალე პოპ მუსიკოსის კლიშე მიაკერეს. მაგრამ ბიორკი მალე დაუძვრა ცდუნებას და მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მიუღწეველ სიმაღლეებს მისწვდა, რითაც ყოველთვის იყო და არის წინ, იქ სადაც სიახლე ერწყმის სიღრმეს, იქ სადაც მთავრდება ჟანრების დიფერენცია და მუსიკა ხდება ფილოსოფიური ხელოვნება, რომელიც ადამიანს ბუნების და ღმერთის ენაზე ამეტყველებს. მას ძალიან ბევრი საკონცერტო ვერსია აქვს სცენაზე გამოტანილი, თუმცა ბოლო პროექტი, რომლითაც ის თბილისს ესტუმრა ჩემთვის ყველაზე ახლობელია, რადგან ის მღერის მხოლოდ ორკესტრთან, ყველა სხვა ელექტრონული ბგერის გარეშე, პირიქით მისი არანჟირებები საშუალებას გვაძლევენ მოვისმინოთ თუ როგორ შეუძლია კლასიკურმა სიმებიანმა ორკესტრმა თავად მიაღწიოს მეტალის, ელექტრო ბგერის და სხვა ხმოვანი ეფექტების ჟღერადობას. - წერს ნიკოლოზ რაჭველი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები