ტერორიზმი

ავღანეთში “თალიბანის” თავდასხმის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: Tolonews

ავღანეთის სამხრეთით, ზაბულის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” თავდასხმის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა. ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ტერაქტი უსაფრთხოების გამშვებ პუნქტთან მოხდა.

“ტერორისტებთან შეტაკება 7 საათს გრძელდებოდა, მოკლულია 8 მეამბოხე და დაჭრილია 12”- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამ დრომდე, უცნობია სხვა დამატებითი დეტალები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები