ახალი კონსტიტუცია

კობახიძე: ახალ კონსტიტუციას მესამე მოსმენით მარტში განვიხილავთ

პარლამენტი

"კონსტიტუციაში ნორმები ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიხედვით შეიცვლება" - ამის შესახებ პარლამენტის თვაჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. კობახიძის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ერთი თვე იმუშავებს ცვლილებებზე და შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები. უმრავლესობა პირველ ორ მოსმენას დეკემბერში გეგმავს, მესამე მოსმენით კი პარლამენტი ახალ კონსტიტუციას მარტში განიხილავს. 

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან, საუბარია ბონუსის თემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ასევე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტის თვეში მესამე მოსმენა. ეს არის კიდევ ერთხელ, ის საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდოამრე ამბობს, რომ განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მხარე იქნება ჩართული. თუმცა მისივე თქმით, შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია. 

უმრავლესობამ ახალი კონსტიტუცია 117 ხმით, სექტემბრის ბოლოს მიიღო. პროქტს მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა. ოპოზიციის დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. კონსტიტუციასთან შენიშვნები ქონდა ვენეციის კომისიასაც. კონსტიტუციას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. უმრავლესობა მას თხოვდა რომ ვეტო მხოლოდ ორ საკითხზე - ბონუსის სისტემასა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის შესახებ მუხლებზე დაედო. ვეტოს ამ სახით გამოყენების შემთხვევაში უმრავლესობა ამბობდა, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებდნენ. თუმცა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხს ეხებოდა და უმრავლესობამ ვეტო დაძლია. 

კომენტარები