ფაროსანა

სურსათის სააგენტო: სასურველია, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა ფაროსანა არ ჭამოს

thebirdhousebethlehem.blogspot.com

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასურველია დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს.

ინტერპრესნიუსთან საუბრაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ აღნიშნა, რომ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„ფრინველები მიირთმევენ მწერებს იმიტომ, რომ მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებს და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია. არც ერთი მასალა არ არსებობს იმაზე, რომ ფაროსანა შეეჭამოს ინდაურს ან ქათამს და რაიმე სუნი ჰქონოდეს მათ ხორცს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა რომ არ ჭამოს ფაროსანა უკეთესი იქნება“, - თქვა ზურაბ ლიპარტიამ.

კომენტარები