რუსული ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 ადამიანი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთში
ტაბულა

ე.წ რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს ორი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

დაკავებულები ცხინვალის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა სავარაუდოდ მათ ე.წ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. 

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ვითარებაში დააკავეს მოქალაქეები. ცნობილია, რომ ისინი კასპის სოფელ ოკამიდან არიან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ გასათავისუფლებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები