არჩევნები 2017

ენმ, მათი თქმით არჩევნების გაყალბების სქემის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელზეც, პარტიის განცხადებით, არჩევნების გაყალბების სქემაა ასახული. პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მათ გაყალბების ფაქტები თბილისის სხვადასხვა უბანზე გადაიღეს. 

მაგალითად, დეკანოიძე ამბობს, რომ გლდანის მე-13 საარჩევნო უბანზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას ორჯერ აძლევს.

„ის დარღვევები, რომელსაც მე დღეს წარმოგიდგენთ არის ორგანიზებული და იყო არა მხოლოდ ამ რამდენიმე უბანზე - მასშტაბი უფრო დიდია, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, უბანზე მსგავსი დარღვევები მიმდინარეობდა. ეს ვიდეო მასალა არ არის ერთადერთი დარღვევა. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენას, რომელიც რეალურად, მსგავსი მანიპულაციური სქემების გამო, არ გამოხატავდა ჩვენი ამომრჩევლის ნება-სურვილს “ -  თქვა ხატია დეკანოიძემ

კომენტარები