ყაზახეთი

ნაზარბაევის განკარგულებით, ყაზახეთი კირილიცადან ლათინურ ანბანზე გადადის

Reuters

ცენტრალური აზიის უდიდესი ქვეყანა ყაზახეთი ენის რეფორმას იწყებს, რის შედეგადაც ქვეყანა კირილიცადან ლათინურ ანბანზე გადადის.

ნურსულთან ნაზარბაევის განკარგულების მიხედვით, ქვეყანა ლათინურ ანბანზე 2025 წლიდან გადაერთვება. 

1929 წელს ყაზახეთი საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გახდა, აღნიშნული პერიოდისთვის ქვეყანაში არაბული დამწერლობა გამოიყენებოდა. 11 წლის შემდგომ საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებული ენის რეფორმის შედეგად ქვეყანაში არაბული ანბანი კირილიცათი შეიცვალა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ნაზარბაევი ამ ნაბიჯით ყაზახეთისა და რუსეთის კავშირის შესუსტებას და თურქეთთან კავშირის გაღრმავებას ცდილობს. 

ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ლათინურ ანბანს თურქმენეთი და უზბეკეთი, ასევე აზერბაიჯანიც იყენებენ.

კომენტარები