გერმანია

გერმანიაში მატარებლისთვის ანა ფრანკის დარქმევამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია

0 კომენტარი
ფოტო: EPA

გერმანიაში მატარებლისათვის ანა ფრანკის სახელის დარქმევის იდეას ანა ფრანკის ფონდის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ანა ფრანკის ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებლისათვის ამ სახელის დარქმევა ახალ ტკივილს გამოიწვევს მათთვის, ვისაც დეპორტაციები შეეხო.

"ანა ფრანკის და მატარებლის კომბინაცია მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების დევნის და დეპორტაციის ასოციაციას იწვევს." ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

კომპანია Deutsche Bahn-მა გამოკითხვა ჩაატარა და საბოლოო ჯამში ანა ფრანკის სახელი 19,000 შეთავაზებული ვარიანტიდან სპეციალურმა ჟიურიმ ამოარჩია.

კომპანიის განცხადებით მათ არ სურდათ ვინმესთვის ზიანის მიყენება. კომპანიის თქმით ისინი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოხატულ შეშფოთებას სერიოზულად იღებენ და სახელის დარქმევას ევბრაულორგანიზაციებთან ერთად განიხილავენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები