დღეს, 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის კონცერტი გაიმართება. კონცერტი 9 საათზე დაიწყება.
შენობაში შესვლა შესაძლებელი 18:00 საათიდან იქნება. დარბაზში შესვლა დაიწყება 20:15 საათიდან დაიწყება, კარი კი ზუსტად 21:00 საათზე დაიკეტება.
ამ წუთებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს.
ბიორკის მეორე კონცერტი, 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS-ია.