კრიმინალი

მოხუცების ძარცვისთვის საბერძნეთში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, სამი ქალი. დაკავებულებს მოხუცების თაღლითობით ძარცვას ედავებიან. 

newsit.gr-ის ინფორმაციით, დაკავებულები ხანდაზმულებს ეუბნებოდნენ, რომ საგადასახადოდან იყვნენ, რის შემდეგაც, სახლებში შედიოდნენ და აყაჩაღებდნენ. ბერძნული მედიის ცნობითვე, ამ მეთოდით, ბრალდებულებმა არაერთი სახლი გაძარცვეს.

კომენტარები