ფოსტა

2016 წელს საქართველოში 1.3 მილიონი ამანათი და 5.2 მილიონი წერილი გაიგზავნა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში მოქმედი საფოსტო და საკურიერო საქმიანობის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მოსახლეობამ 1 336 400 ამანათი და 5 249 600 წერილი გააგზავნა.

2016 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალმა 53,0 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 67,8%-ს შეადგენს, ხოლო 32,2% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 43,0% ამანათების მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს, რომლის 80,1% საერთაშორისო გზავნილებიდან არის მიღებული, ხოლო 19,9% - ადგილობრივი გზავნილებიდან.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 28,8% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 41,3% საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 58,7% - ადგილობრივი გზავნილებზე ნაწილდება.

კომენტარები