lgbt უფლებები

ქართული მარშის აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი/Fb.com

ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე "ქართული მარშის" აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის ლადო სადღობელაშვილი. აქციის მონაწილეები მას შემდეგ აიყვანეს, რაც მათ პიროტექნიკის აფეთქება დაიწყეს.

ქართული მარშის წევრები, უკვე ერთი საათია, გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებენ. ისინი გურამ კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას, ხოლო ფეხბურთის ფედერაციისგან, ბოდიშის მოხდას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან LGBT დროშა დაწვეს.

კომენტარები