ტერაქტი

თავდასხმა მანჰეტენზე - დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი

Reuters

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სატვირთო მანქანამ ფეხითმოსიარულეებს და ველოსიპედისტებს გადაურა, რის შედეგადაც, მინიმუმ რვა პირი დაიღუპა. სატვირთოს მძღოლი პარალელურად ისროდა. თავდამსხმელი უკვე დააკავეს. 

აშშ-ს პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. გამოძიებას FBI ხელმძღვანელობს.

bbc-ის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ნიუ იორკის მერი და შტატის გუბერნატორი. 

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სატვირთო მანქანა ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ხალხს ეჯახებოდა. მისივე თქმით, თავდამსხმელმა დაახლოებით 9-10-ჯერ გაისროლა. 

კომენტარები