კატალონია

პუჩემონტი და კატალონიის მთავრობის 13 წევრი ესპანეთის უზენაეს სასამართლოში დაიბარეს

AFP/Getty

კატალონიის გაუქმებული ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი კარლოს პუჩემონტი და მთავრობის 13 წევრი ესპანეთის უზენაეს სასამართლოში გამოიძახეს. სასამართლომ მათ, ასევე, 3 დღე მისცა იმისთვის, რომ გადაიხადონ დავალიანება, რომელიც $7.2 მილიონს შეადგენს. 

სასამართლოში მათი დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანეთის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლოში იჩივლებდა, მათ შორის, ამბოხის გამო.

პუჩემონტმა 31 ოქტომბერს რამდენიმე მინისტრთან და ადვოკატთან ერთად კატალონია დატოვა და ბელგიაში წავიდა. როგორც თვითონ ამბობს, ის ბელგიაში თავშესაფრის მისაღებად არ წასულა.

ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიაზე პირდაპირი კონტროლი ორშაბათს გაავრცელა და გადაყენებული თანამდებობის პირები ჩაანაცვლა.

ოფიციალურმა მადრიდმა რეგიონის ავტონომია დროებით შეაჩერა და რეგიონული მთავრობის დასანიშნად არჩევნების დანიშვნას აპირებს.

კომენტარები