ევროკავშირი - საქართველო

საქართველოში ევროკავშირისადმი დადებითი დამოკიდებულება გაიზარდა

Getty Images

EU neighbours East-მა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევა ჩაატარა თემაზე: როგორ აღიქმება ევროკავშირი.

გამოკითხვა მიმდინარე წლის მაისში აღმოსავლეთის პარტნიორობის 6 ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სასომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, და უკარაინა) ჩატარდა და მიზნად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის და ევროკავშირის შესახებ შეხედულებების შეფასებას ისახავდა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2016 წლის შემდეგ ევროკავშირისადმი დადებითი დამოკიდებულება გაიზარდა

დადებითი: 2016 – 52% 2017 – 59%

ნეიტრალური: 2016 – 30% 2017 – 34%

უარყოფითი: 2016 – 8% 2017 – 3%

არ ვიცი/არასდროს მსმენია ევროკავშირის შესახებ: 2016 – 9% 2017 – 4%

იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს დადებითად ახასიათებს 75%-დან 83%-მდე გაიზარდა.

მოქალაქეთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც თვლის რომ ევროკავშირის მხარდაჭრა ეფექტურია 59%-დან 74%-მდე გაიზარდა.

გამოკითხულთა 42% ინფორმირებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკრეტული პროგრამების შესახებ. ყველაზე ნაცნობი პროგრამები განეკუთვნება განათლების, ჯანმრთელობის და მედიცინის და ინფრასტრუქტურის სფეროებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირთან მჭიდროდ ასოცირებულ ღირებულებებად სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, თანასწორობას და სოციალურ სამართლიანობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას მიიჩნევს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი სწორედ ეკონომიკურ განვითარებას მიიჩნევს იმ სფეროდ, რომელშიც საქართველო ევროკავშირისაგან მეტ მხარდაჭრას საჭიროებს.

კვლევის მიხედვით ევროკავშირს საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი ნდობა აქვს:

ევროკავშირი - 66%

გაერო - 56%

ნატო - 54%

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი - 25%

კომენტარები