ევროკავშირი-საქართველო

EU აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მეწარმეობის ხელშეწყობისთვის €100 მლნ-ს გამოყოფს

Reuters

ევროკავშირმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად ხელი მოაწერა პირველ საგარანტიო შეთანხმებას პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებს.

შეთანხმების წყალობით, რომელიც მოიცავს 300 მილიონი ლარის (100 მილიონი ევრო) ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას, მცირე და საშუალო საწარმოები აღნიშნული ქვეყნებიდან ისარგებლებენ ფინანსებთან უფრო იოლი და უკეთესი ხელმისაწვდომობით. პროკრედიტ ბანკს უკვე აქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო საწარმოები თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიით უზრუნველყოს, რაც შეამცირებს მათ ხარჯებს და დამატებით გადასახადს.

დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა “ევროკავშირი ბიზნესისათვის” (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს.

ევროკავშირი, EU4business პროგრამის მეშვეობით ეხმარება კომპანიებს 1) ფინანსური მხარდაჭერით, 2) ტრენინგებით, 3) ახალ ბაზრებზე ექსპორტის ხელშეწყობით. 2009 წლიდან მოყოლებული 2.1 მილიარდი ლარი (711 მილიონი ევრო) გამოიყო 63,000 ქართული კომპანიისთვის, მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის.

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა უკრაინისა და საქართველოს შესახებ განაცხადა: „ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მათი დაფინანსებით ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციასა და დასაქმებას. აღნიშნული საგარანტიო შეთანხმებები ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, დაგვეხმარება იმ ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებთან დაახლოებაში, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული და ვუზრუნველყობთ მათ მიერ გრძელვადიან დაფინანსებებთან მზარდ ხელმისაწვდომობას, რათა შეძლონ განავითარონ ახალი პროექტები და გაზარდონ შემოსავალი.

1) რა სახის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ევროკავშირი ქართულ ბიზნესებს?

  • მეტი წვდომა ფინანსებზე
  • ადგილობრივ ვალუტაში სესხების მხარდაჭერა
  • სუბსიდირებული დაფინანსება ექსპორტთან დაკავშირებული ინვესტიციებისთვის
  • სუბსიდირებული დაფინანსება აღჭურვილობის შესაძენად ან განსაახლებლად
  • სესხები ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის
  • მიკრო კრედიტები მცირე ბიზნესის დასაწყებად ან გასავითარებლად

2) უკეთესი ბიზნეს უნარ-ჩვევები

  • საჭიროებებზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა კომპანიებისთვის - ადამიანური რესურსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), მენეჯმენტი, ბიზნეს მოდელები და ა.შ.
  • ტრენინგები ძირითად სფეროებში მეწარმეების უნარების გასაუმჯობესებლად
  • მორგებული ტრენინგები და მენტორული პროგრამები ქალი მეწარმეებისათვის

3) ახალ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება

  • ბიზნეს კონსულტაცია და ტრენინგები ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისათვის
  • კომპანიების მხარდაჭერა, რომ მოახდინონ ადაპტირება და ევროკავშირში  პროდუქციის ექსპორტი.
  • სოფლის მეურნეობისა და საკვების მრეწველობის მხარდაჭერა, რათა ისარგებლონ ევროკავშირის ბაზრით.

ვინ ისარგებლა უკვე აღნიშნული მხარდაჭერით? 

  • ავტომობილების იპმორტიორმა „ASP-GEORGIA“ - მ მიიღო ევროკავშირის დაფინანსება და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო მომსახურება მისი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. შედეგად, შემოსავალი გაიზარდა 71%-ით და კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი 90%-ით. 
  • ტურისტული კომპანიამ „ლოპოტა ტურ სერვისი“ მიიღო ევროკავშირის დაფინანსება საინფორმაციო მენეჯმენტის სისტემის გასაუმჯობესებლად. შედეგად, მან გააორმაგა კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 55-დან 117-მდე.
  • სამედიცინო ცენტრმა „სამედიცინო ჰოლდინგი 23” ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო მომსახურების დახმარებით, გააუმჯობესა და უფრო ეფექტური გახადა მისი შიდა მენეჯმენტი. შედეგად, კომპანიამ მოიპოვა სართაშორისო ხარისხის მართვის სერთიფიკატი ISO 9001. 

კომენტარები