კრიმინალი

შსს: კაცს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1988 წელს დაბადებული თ.ი., ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა.

"სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები