ტერორისტული თავდასხმა ნიუ-იორკში

ტრამპი: ნიუ-იორკის ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული სიკვდილით უნდა დაისაჯოს

Contre/Sipa USA/REX/Shutterstock

"ნიუ-იორკის ტერორისტი ბედნიერი იყო და მისი პალატის ფანჯრიდან ISIS-ის დროში გადმოკიდებას ითხოვდა. მან 8 ადამიანი მოკლა და 12 სერიოზულად დააშავა. სიკვდილით დასჯა უნდა მიესაჯოს!" დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

29 წლის უზბეკ იმიგრანტს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ინსპირაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ვიდეოების ყურებიდან მიიღო და თავდასხმას ერთი წლის მანძილზე გეგმავდა.

მისი თქმით მასზე განსაკუთრებული გავლენა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდომ მოახდინა, რასაც ალ-ბაღდადი აშშ-ში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმებს დაჯგუფების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა.

გამომძიებლებმა საიპოვის ტელეფონში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ათასობით პროპაგანდისტული სურათი და ვიდეო იპოვეს, რომლებშიც დაჯგუფების მიერ ტყვეების სიკვდილით დასჯაა ასახული.

კომენტარები