დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, სერ მაიკლ ფელონმა თანამდებობდა შეუსაბამო სექსუალურ ქცევაში ბრალდების გამო დატოვა.
BBC-თან ინტერვიუში ფელონმა განაცხადა, რომ "ის, რაც მისაღები იყო 10-15 წლის წინ, დღეს მისაღები აღარ არის."
გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ფელონის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ 2002 წელს კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე, მაიკლ ფელონი ჟურნალისტ ჯულია ჰარტლი-ბრიუერს მუხლზე ხელი დაადო, რის გამოც მან შენიშვნა მიიღო. ამის შესახებ თავად ჟურნალისტიც წერს.
როდესაც სერ მაიკლ ფელონს BBC-ს ჟურნალისტმა კითხა, საჭიროდ თვლიდა თუ არა ბოდიშის მოხდას, მან უპასუხა, რომ "ჩემი აზრით ყველამ უნდა გავიხედოთ წარსულში და აუცილებლად იქნება რამე რასაც ვინანებთ, რასაც სხვანაირად გავაკეთებდით."