ხელის თხოვნა

ROYAL JORDANIAN-ის პილოტმა შეყვარებულს ხელი თვითმფრინავში სთხოვა

ავიაკომპანია Royal Jordanian-ის პილოტმა ამანი-დუბაის რეისზე, ფრენისას, თვითფრინავის ბორტზე შეყვარებულს ხელი თხოვა.

ხელის თხოვნამდე პილოტმა მგზავრებს განუცხადა, რომ ეს დღე მისთვის განსაკუთრებული იყო.

"დღევანდელი ფრენა ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია, რადგან ჩემი სიყვარულიც ამ თვითმფრინავშია." - თქვა პილოტმა.

განცხადების მერე მან თავის შეყვარებულს ხელი თხოვა და მისგან თანხმობა მიიღო.

ამ ფაქტს თავად ავიაკომპანიაც გამოეხმაურა ინსტაგრამის საშუალებით. Royal Jordanian-მა სოციალურ ქსელში წყვილის ფოტოები დადო, სათაურით "სიყვარული ჰაერშია".

კომენტარები