ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტოავარიის შედეგად ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი გარდაიცვალა

1TV

ზუგდიდი-ცაიშის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ზუგდიდის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს ახლადარჩეული წევრი, თამაზ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.

სამი ადამიანი მძიმედ არის დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა აღძრული.

კომენტარები