პაკისტანი

გარიგებით გათხოვებულმა პაკისტანელმა ქმრის ოჯახის 17 წევრი მოწამლული რძით მოკლა

Caters News Agency

21 წლის აასია ბიბი ოჯახმა ნათესავზე საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გაათხოვა. გოგონას შეყვარებულმა საწამლავი გადასცა, რომელიც მან მეუღლეს რძეში ჩაუყარა, თუმცა მან რძე არ დალია. მოწამლული რძით გოგონას დედამთილმა ლასი დაამზადა და ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდა. შედეგად 27 ადამიანი მოიწამლა, ხოლო მათგან 17 გარდაიცვალა.

აასია ბიბი და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს. ჩადენილ დანაშაულს ორივე აღიარებს.

კომენტარები