აზიური ფაროსანა

შესაძლოა, საქართველოში აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ

facebook.com/leofmkemo

სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება.

ამის საფუძველზე, შეიქმნა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხს გამოიკვლევს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს და საქართველოს პირობებს მოარგებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერები ამ საკითხებზე იმუშავებენ.

ზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც. 

ფაროსანა ახლა გამოზამთრების ეტაპზე გადადის, ამისთვის თბილ ადგილებს ეძებს და საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებსა და სხვენში შედის. მოსახლეობამ ის კარადაში, ტანსაცმლებსა და თეთრეულში აღმოაჩინა. ფაროსანა უსიამოვნო სუნსაც გამოსცემს.

აზიურ ფაროსანას საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს.

კომენტარები