დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 11 წუთის განმავლობაში გამორთული იყო

Twitter

გუშინ დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 11 წუთის განმავლობაში გამორთული იყო. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მომხდარი შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ შეცდომა ტვიტერის მომხმარებელთა ტექნიკურ დახმარებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა დაუშვა.

"ჩვენ სრულ შიდა მოკვლევას ვაწარმოებთ", - ამბობენ "ტვიტერში".

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერის აქტიური მომხმარებელია. მას 41,7 მილიონი მიმდევარი (follower) ყავს. 2012 წელს ტრამპმა ისიც თქვა, რომ ტვიტერის ქონა იგივეა, რაც საკუთარი გაზეთის ფლობა ხარჯების გარეშე.

კომენტარები