სექსუალური შევიწროება

მსახიობი სპეისის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, მისი თქმით, მაშინ 15 წლის იყო

The daily beast

ჟურნალ Vulture-თან საუბრის დროს, 48 წლის კაცი კევინ სპეისის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 15 წლის იყო, როდესაც მსახიობმა მისი გაუპატიურება სცადა.

რესპონდენტი ამბობს, რომ კევინ სპეისისთან ურთიერთობა 14 წლის ასაკში დაიწყო. ამ დროს სპეისი 24 წლის იყო. მისი თქმით, პირველად ოსკაროსან მსახიობს 1981 წელს შეხვდა, როდესაც 12 წლის იყო, ამის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ, 1983 წელს - სპეისიმ მას თავისი ნომერი მისცა და სახლში დაპატიჟა.

"მან [სპეისიმ] მითხრა, რომ ყოველთვის გატაცებული იყო სამსახიობო კლასში ჩემით, მაგრამ მაშინ 12 წლის ვიყავი. მასთან სახლში მისვლის შემდეგ, ჩვენ სექსუალური ურთიერთობა დავიწყეთ, რომელშიც ძირითადად მე ვიყავი დომინანტი." - ამბობს რესპოდენტი.

რესპოდენტის თქმითვე, ისინი 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყოველ შეხვედრაზე სპეისი მას ეუბნებოდა, რომ პროდიუსერები მისი სამსახიობო ნიჭით დაინტერესებულები იყვნენ, თუმცა მას არავინ შეხმიანებია. საბოლოოდ, მისი თქმით, ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც ის 15 წლის გახდა, დასამშვიდობებელ შეხვედრაზე კი, სპეისიმ მისი გაუპატიურება სცადა.

"მე ვიფიქრე, რომ ვაკოცებდით და ერთმანეთს დამშვიდობებამდე სიყვარულს ავუხსნიდით, მაგრამ მას სექსი უნდოდა. უნდოდა, დომინანტი ყოფილიყო, რაც მანამდე ჩვენს ურთიერთობაში არ მომხდარა."- ამბობს რესპოდენტი.

კაცმა გაუპატიურების მცდელობის სცენაც აღწერა. მისი თქმით, სპეისი უკნიდან მიუახლოვდა და მისი ჯინსის გახდა სცადა, უარის მიღების შემდეგ, იგი ბიჭს ხელებში ჩაეჭიდა და მასთან სექსი ძალით სცადა. საბოლოოდ, რესპოდენტის თქმით, მან სპეისი მოიშორა და ქუჩაში ტირილით გავარდა.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ენტონი რეპმა სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მისი თქმით, მაშინ 14 წლის იყო. მას შემდეგ, სპეისის კიდევ ერთმა კაცმა და House of Cards-ის გუნდის 8 წევრმა დასდო ბრალი იმავე დანაშაულში.

კომენტარები