ბიორკი

დღეს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიორკის მეორე კონცერტი გაიმართება

facebook.com/soufestival

დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიორკის მეორე კონცერტი გაიმართება. მომღერალი 31 ოქტომბერს ჩატარებული კონცერტის იდენტური პროგრამით წარსდგება.

ოპერის შენობაში შესვლა 19:00 საათიდან დაიწყება, კარი კი 21:00 საათზე დაიხურება.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ბიორკი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს "Vulnicura"-ს წარუდგენს. "Vulnicura" თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს ბიორკის ყველაზე "პერსონალური" და "გულწრფელი" ნამუშევარი უწოდეს. კონცერტზე შესრულდება არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან.

კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS-ია.

კომენტარები