ქალთა უფლებები

ალეკ ბოლდვინი: მე ქალებს ძალიან სექსისტურად ვექცეოდი

0 კომენტარი
ფოტო: Usmagazine.com

მსახიობმა ალეკ ბოლდვინმა გენდერულ თანასწორობასა და ქალების მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარსულში ის ქალებს ცუდად ექცეოდა.

"მე ქალებს ძალიან სექსისტურად ვექცეოდი. მათ შეურაცხყოფას ვაყენებდი, ვერ ვამჩნევდი და სათანადოდ არ ვაფასებდი. ეს ჩემი ცხოვრების წესი არ იყო, მაგრამ დროდადრო ქალებს ვექცეოდი ისე, როგორც კაცებს არასდროს მოვექცეოდი. მე იმ თაობას ვეკუთვნი, სადაც ქალებს კაცებისგან განსხვავებულად უნდა მოქცეოდი და მინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს."- თქვა ალეკ ბოლდვინმა.

მსახიობმა ჰოლივუდში შექმნილ სიტუაციაზე და იქ ქალების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ არა მარტო კომფორტული, სამართლიანი და თანასწორი სამუშაო გარემო, არამედ პროდუქტიულიც. ბოლო ხანებში რთულ საკითხებთან გამკვლავება გვიწევს და ეს აზიანებს ბიზნეს, ნაკლებად პროდუქტიულს ხდის მას."- თქვა ალეკ ბოლდვინმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები