კევინ სპეისი

Netflix კევინ სპეისისთან თამაშრომლობას წყვეტს

0 კომენტარი
ფოტო: Hollywoodreporter.com

Netflix-ი კევინ სპეისისთან თანამშრომლობას მთლიანად წყვეტს. გადაწყვეტილება მსახიობის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ მზარდი რაოდენობის ბრალდებებს მოჰყვა.

„ნეტფლიქსი აღარ იქნება ჩართული House of Cards-ის შემდგომ წარმოებაში. ჩვენ MRC-სთან ვიმუშავებთ, რომ გამოვნახოთ გზა, თუ რას ვიზამთ შოუსთან დაკავშირებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღარ გამოვუშვებთ ფილმს Gore, რომლის პროდიუსერი და მსახიობი კევინ სპეისია“ - ნათქვამია Netflix-ის განცხადებაში.

სერიალის გადამღებმა სტუდიამ Media Rights Capital (MRC) მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ სპეისთან თამაშრომლობას აჩერებს.

House of Cards-ის მეექვსე სეზონის გადაღება დაგეგმილი იყო მანამ, სანამ კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულებდნენ. მსახიობმა ბრალდებები არ უარყო და თქვა, რომ გეია. იგი ამისთვის ფართოდ გააკრიტიკეს - სპეისი ბრლადებებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაში დაადანაშაულეს. მალევე ითქვა, რომ სერიალის მეექვსე სეზონი უკანასკნელი იქნებოდა და ეს ჯერ კიდევ თვეების წინ გადაწყდა. რამდენიმე დღის წინ Netflix-მა და Media Rights Capital-მა გადაწყვიტეს, შოუს პროდაქშენი შეეჩერებინათ. მას შემდეგ მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში სხვებმაც დაადანაშაულეს, ბრალდებები უშუალოდ House of cards-ის გადაღების პერიოდსაც მოიცავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები