ისლანდელმა მუსკოსმა ბიორკმა საქართველში მიღებული შთაბეჭდილებები მსმენელს Facebook-ზე, თბილისის დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გაუზიარა.
"შემიძლია მადლობა გადავუხადო თბილისის არაჩვეულებრივ მაცხოვრებლებს? გავატარეთ ჯადოსნური დრო, გათამამებულებმა პოლიფონიური გუნდებითა და ელექტრონული მუსიკის ლეგენდებით, ჩავიძირეთ ყვავილებში საუკეთესო ბისის დროს? დიახ", - წერს ბიორკი.
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში 28 ოქტომბერს, 12 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა. SOU festival-ის ორგანიზებით, კონცერტები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და ოპერისა და ბალეტის თეატრებში, ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით გაიმართა.