ეს გახლავთ ფოტოგრაფ დენის ო’რეგანის ექსკლუზიური ფოტოები საკოლექციო გამოცემიდან Ricochet: David Bowie 1983. ფოტოალბომს 2018 წლის მაისში Moonlight Books 2000-იანი ტირაჟით გამოსცემს. საკოლექციო გამოცემის წონა 15 კილოგრამამდე იქნება და ის £3000 ეღირება. მასში ლეგენდარული არტისტის ასობით ფოტო შევა, რომელთაგან უმრავლესობა ამ დრომდე არსად გამოქვეყნებულა. ფოტოების გარდა, გამოცემას სიმღერების ხელნაწერი ტექსტები, ბილეთები და სხვა საკოლექციო ნივთები ახლავს.
დენის ო’რეგანი ლეგენდარული არტისტის ტურის ოფიციალური ფოტოგრაფი იყო. ის ბოუის Serious Moonlight ტურის დროს ახლდა, რომელიც 1983 წელს, ალბომის Let's Dance პოპულარიზაციისთვის გაიმართა. მის ფარგლებში დევიდ ბოუიმ 15 ქვეყანაში 100-მდე კონცერტი გამართა და 2.6 მილიონზე მეტი ბილეთი გაყიდა. Ricochet: David Bowie 1983 სწორედ ამ ტურნეს პერიპეტიებს ასახავს.