საგზაო უსაფრთხოება

2017 წელს საქართველოში ავარიებს 384 ადამიანი ემსხვერპლა

villagetattler.com

საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ავარიების შედეგად 384 ადამიანი დაიღუპა. 2016 წელს კი ავარიებს 581 ადამიანი ემსხვერპლა.

საქსტატის მონაცემებით, წლების მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ქალაქში ღვედების რეგულაციის ამოქმედებამდე, 2008 წელს მოხდა. მაშინ წლის მანძილზე ავტოავარიებს 867 ადამიანი ემსხვერპლა.

ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2008-2016 წლებში:

  • 2008 - 867 დაღუპული
  • 2009 - 741 დაღუპული
  • 2010 - 685 დაღუპული 
  • 2011 - 526 დაღუპული
  • 2012 - 605 დაღუპული
  • 2013 - 514 დაღუპული
  • 2014 - 511 დაღუპული
  • 2015 - 602 დაღუპული
  • 2016 - 581 დაღუპული

კომენტარები