თავდასხმა ტეხასის ეკლესიაზე

კვირიკაშვილი ტეხასის თავდასხმაზე: ჩვენ ფიქრებით ამერიკელ ხალხთან ვართ

0 კომენტარი
ფოტო: გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკელ ხალხს ტეხასში მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს. გიორგი კვირიკაშვილი მომხდარს twitter-ის ოფიციალურ გევრდზე ეხმაურება. 

"ჩვენ ფიქრებით ვართ ამერიკელ ხალხთან და ტეხასის ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებთან." - წერს კვირიკაშვილი.

ტეხასის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს საკვირაო წირვის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, BBC-ის ცნობით გარდაიცვალა 26 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმა პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსის პირველ ბაპტისტურ ტაძარში მოხდა. თავდასხმის მსხვერპლთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს. სავარაუდო ეჭვმიტანილი ეკლესიასთან ახლოს თავის ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები