თავდასხმა ტეხასის ეკლესიაზე

ტრამპი: ტეხასის სროლის პრობლემა იარაღში არ არის, ფსიქიკური ჯანმრთელობაშია

Getty Images

დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში, ქალაქ სან ანტონიოსთან ეკლესიაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა.

ტოკიოში გამართულ პრეს კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს რა პოლიტიკას მიემხრობა მომხდარის შემდეგ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ პირველადი მონაცემებით მსროლელი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო და ბევრი პრობლემა ჰქონდა.

"ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშია. მაგრამ ეს არ არის იარაღის სიტუაცია. საბედნიეროდ იარაღი სხვასაც ჰქონდა და საპირისპირო მიმართულებით ისროდა." თქვა მან.

ტეხასის თავდამსხმელის ქმედების მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. სროლას 26 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები