გიორგი ონიანის საქმე

გიორგი ონიანს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზში დააკავეს

აიპრესი

ადვოკატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის. 

საქართველოს პროკურატურა გიორგი ონიანს შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2011 წელს ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და "ნარკოტიკული საშუალების ჩადებით", მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ონიანმა ამავე სცენარით დააკავა ქართული ოცნების კიდევ ერთი მხარდამჭერი ლევან მდინარაძე, მეტსახელად დიჯეი რემბო.

კომენტარები