კრიმინალი

ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ყოფილი სასწავლებლის ხელმძღვანელი დააკავეს

0 კომენტარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ, ბრალდებულმა  ერთ-ერთი მოქალაქისგან 1000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები