სექსუალური ძალადობა

ქალმა ქმარს პენისი მოაჭრა, როდესაც ის მის გაუპატიურებას ცდილობდა

GETTY IMAGES

ინდოეთში, ქალმა ქმარს პენისი მოაჭრა, როდესაც ის ბავშვების წინ მის გაუპატიურებას ცდილობდა.

ქალის ინფორმაციით, რომლის სახელიც არ სახელდება, მისი ქმარი რავინდერი სახლში მთვრალი დაბრუნდა და მასზე ბავშვების წინ ძალადობა დაიწყო. ამის შემდეგ ის სამზარეულოში გავიდა, დანა აიღო და ქმარს პენისი მოაჭრა.

ქალისვე თქმით, მისი ქმარი სიმთვრალეში მასზე ყოველთვის ძალადობდა და საბოლოოდ, მის შესაჩერებლად მას ერთადერთი საშუალებაღა დარჩა.

რავინდერი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ქალი კი დაკავებულია.

კომენტარები