გიორგი ონიანის საქმე

ონიანის ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლო არის ჩვენი ბოლო იმედი

ტაბულა

გიორგი ონიანის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, საჭიროების შემთხვევაში კი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ. ამის შესახებ დღეს ონიანის ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ რუსთავი ორის ეთერში გადაცემა არჩევანში ისაუბრა. ბექა ბასილაიას თქმით, ის რომ ბრალდების ორ მოწმეს ნარკოტიკი სწორედ გოგა ონიანმა ჩაუდო არაფრით დგინდება.

„მიუხედავად იმისა, რომ უსამართლო სამართლებრივი სისტემა გვაქვს, ჩვენ ყველა იმ მექანიზმს გამოვიყენებთ რისი გამოყენების საშუალებასაც კანონმდებლობა გვაძლევს, იქნება ეს აპელაცია, კასაცია და აუცილებლად ადამიანის უფლებათა  ევროპულ სასამართლო. სტრასბურგის სასამართლო არის ჩვენი ბოლო იმედი. გარდა ამ საქმის დისკრიმანიული ბუნებისა, საქმეში არის შეუსაბამობები და გაუგებრობები, რაც მოწმეთა ჩვენებეში ჩანს. ასევე ის, რომ აბსურდია რომ "ჩამდები პოლიციელები" კვლავ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აგრძელებდნენ საქმიანობას პოლიციაში. ამ საქმის მთელი აბსურდულობა მდგომარეობს იამაში, რომ ონიანისთვის წაყენებული ბრალდებები დაიყვანება იმაზე, რომ მდინარაძეს და შათირიშვილს არ ჰქონდათ ნარკოტიკული საშულებები და ონიანმა ჩაუდო. საქმის არცერთი მოწმე არ ამბობს და ვერ ამბობს ონიანმა რა ფორმით ჩაუდო მათ ნარკოტიკი." - ამბობს ბექა ბასილაია. 

ადვოკატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვით, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის. 

კომენტარები