ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი: ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირი გვინდა საქართველოსა და უკრაინასთან

0 კომენტარი
ფოტო: amazonaws.com

24 ნოემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ევროპარლამენტმა ახალი შეთავაზებები წარადგინა, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირს უფრო მეტად. 

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "რუსეთისგან წამოსული წინააღმდეგობის გამო", საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირები ჰქონდეთ.

პარლამენტის ახალი კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირსა და აღნიშნულ 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. 

"უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობენ,"- წერია განცხადებაში. 

კანონპროექტი უკვე მიიღო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა და მას კენჭს ნოემბერში, სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე უყრიან. განცხადების მიხედვით, მთავარი აქცენტი საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე იქნება. 

"3 ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობისას მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია," - წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები