ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 2.6 თეთრით, ევროსთან კი 3.9 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.6 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ოფიციალურმა კურსმა 2.6272 ლარს მიაღწია.

ლარი დღესვე 3.9 თეთრით ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, რის შედეგადაც კურსმა 3.0468 ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს, რადგანაც კურსზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებს პოზიტიური დინამიკა აქვთ:

"რომ შევხედოთ კურსის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების, ფიზიკური პირების თუ კომპანიების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის მერყეობაც მაღალი იქნება", - ამბობს მესტვირიშვილი.

 

კომენტარები