სპორტის სამინისტრო

კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

0 კომენტარი
ფოტო: სპორტის სამინისტრო

ჩინეთის ქალაქ ემეიშანში მიმდინარე კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მარი თურმანიძემ მოიპოვა (ჩა ცუიანი), დავით გულისაშვილმა (ფანცზი ცუიანი) და ნინო ჩიხლაძემ (ტაიცზი ცუიანი) ვერცხლის მედლები მოიგეს, ლაშა სუმბულაშვილმა კი ვეტერანთა შორის ტაიცზი ცუიანში დაიკავა მესამე ადგილი.

დღეს ემეიშანში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, რაულ მამედოვი იასპარეზებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები