გერმანია-საქართველო

დღეს, ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება

Fortuna

დღეს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე (დარეჯანის სასახლესთან) ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ფრაგმენტი, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო, საქართველოს პრემიერმინისტრს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისას, საჩუქრად გადაეცა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი გერმანიაში და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

კომენტარები